პროევროპული აქცია მე-12 დღესაც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქტივობა დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებსა და საზღვრებს გარეთ.
ამ წუთებში მსახიობები რეპრესიების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობა იუსტიციის სახლიდან დაიწყო და ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე თავიანთი სათქმელის მიტანას გეგმავენ.
9 დეკემბრის აქციები ამ დროისთვის:
თბილისი
10:00, პროტესტი კულტურის სამინისტროსთან!
სანაპიროს 4;
14:00, დასაჯე მოძალადეები!
ასათიანის 9;
17:00, არქიტექტორები სოლიდარობისთვის!
მერიის წინ;
19:00, ღია ეთერი მოსაპოვებელია!
საზოგადოებრივი მაუწყებელი (კოსტავას 68)
ბათუმი
19:00, საქართველოს მომავლის დასაცავად!
ბათუმი, მთავრობის სახლთან;
ქუთაისი
17:00, არა მოძალადე რეჟიმს!
ქუთაისის მერიის წინ!
ახმეტა
16:00, ახმეტა საქართველოს დასაცავად!!
ახმეტის მერიის წინ;
რაც შეეხება ემიგრანტების აქციებს"
პუატიე: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან!
9 დეკემბერი, 17:00; Place du Maréchal-Leclerc
ბრატისლავა: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან!
9 დეკემბერი, 18:00; Embassy of Georgia (Michalská 9)