რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. დღეს, პროევროპული აქციის მე-3 დღეა.
დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ადგილზეა დაგეგმილი, მათ შორის აქცია „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მოქალაქეები ასევე შეკრებილები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.