პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი "პაატა ბურჭულაძის საიბულეო მარშზე" თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.