მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - აქციის 145-ე დღე

13 აპრილი აქცია

რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. დღეს პროტესტის 145-ე დღეა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები 12:00 საათიდან 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებმა გარკვეული დროით გზა გადაკეტეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს. აღნიშნულს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები