სპეცრაზმის მიერ, აქციის დაშლის მცდელობის შემდეგ დემონსტრანტები მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაკავება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.
საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა, 19:35 საათიდან დაიწყო. პროევროპული საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.