პროტესტანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დღეს აქციის მეცხრე დღეა და მოქალაქეები იგივე მოთხოვნით კვლავ ქუჩაში იკრიბებიან.
პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებელთან არიან შეკრებილნი ხელოვანები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ. მათ, ტელევიზიის შენობასთან იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლებსაც საპროტესტიო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
მოქალაქეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.