თბილისსა და რეგიონებში პროევროპული საპროტესტო აქციები გრძელდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დაგეგმილი აქციების შესახებ, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.
დღეს დაგეგმილი აქციების და მსვლელობების არასრული სია:
თბილისი:
15:00 საათზე ქალთა აქციაა რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან დაგეგმილი. (აქციის ეს ფორმატი თბილისს გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბითაც არის დაგეგმილი).
15:00 საათზე, ველოსიპედის ძეგლიდან ველო მსვლელობაა დაგეგმილი.
19:00 საათზე შეკრების ადგილი რუსთაველია.
ბათუმი
14:00 საათზე, პირველი საჯარო სკოლის წინ, დემეტრე თავდადებული ქ. N47-ში მშობლების მარშია დაგეგმილი.
ბაღდათი
18:00 საათზე, აქცია ევროპული საქართველოსთვის, გამგეობის შენობის წინ გაიმართება.
საჩხერე
17:30, აქცია ევროპული საქართველოსთვის, გამგეობის შენობის წინ გაიმართება.
გურჯაანი
17:00, აქცია ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაიმართება.
გარდა საქართველოსი, პროევროპული აქციები დაგეგმილია საზღვარგარეთაც.
ფრანკფურტი
09:00-15:00, აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს გენერალური საკონსულოსთან გაიმართება.