მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესია — თარჯიმანი: ამერიკული გამოცდილება და ქართული რეალობა - ნანა გორგოძე ქალების ნარატივში

კარიერული ცვლილება და სრულიად ახალი პროფესიული გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ნაბიჯი უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებას უკავშირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ნანა გიორგაძემ, რომელმაც უნივერსიტეტში 10-წლიანი ლექტორობისა და ასისტენტ პროფესორის წოდების მიუხედავად, აკადემიური სივრცე დატოვა და 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იქ მან სათარჯიმნო საქმიანობა კერძო შეკვეთებით დაიწყო, შემდეგ კი ოფიციალური სერტიფიცირების რთული და მრავალწლიანი გზა გაიარა. პარალელურად, 50 მილიონი ემიგრანტის ქვეყანაში პროფესიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მან საკუთარი არხი, Nana Gorgodze - THE INTERPRETER შექმნა. დღეს იგი სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორია და ამერიკაში დაგროვილი გამოცდილებისა თუ საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში დანერგვაზე მუშაობს. რა რეგულაციები აკლია ქართულ სათარჯიმნო ბაზარს და რა გამოწვევებს აწყდებიან ქართველი სპეციალისტები აშშ-ში?

სტუმარი: ნანა გორგოძე - NG GEORGIA, აღმასრულებელი დირექტორი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები