მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიები, სადაც სამუშაო პროცესში AI-ის დანერგვისთვის $800 000-მდე გადაუხდიან

64aa65fbef431
ლიკა მეგუთნიშვილი
10.07.23 00:10
2121
ResumeBuilder-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 91% ცდილობს ის სამუშაო ძალა დაიქირაოს, რომლებმაც იციან, როგორ გამოიყენონ OpenAI-ის ჩეტბოტი. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში დანერგვით ისინი დროის დაზოგვასა და პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფენ.

კომპანიებმა მარკეტინგული მასალების გენერირებისთვის ჩეტბოტის გამოყენება აქტიურად დაიწყეს. ამის პარალელურად, ისინი მუდმივად ეძებენ იმ პროფესიონალებს, რომლებსაც ChatGPT-ის სრულყოფილად გამოყენების უნარი აქვთ. სან დიეგოში დაფუძნებული კომპანია Lasso MD სოციალური მედიის მენეჯერებს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ წელიწადში 70 000 დოლარამდე სთავაზობს. პირობა ასეთია, მათ უნდა შეეძლოთ სოციალურ ქსელებში კონტენტი AI-ის მეშვეობით შექმნან.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი საგანმანათლებლო ორგანიზაციებშიც მიმდინარეობს. ეს დაწესებულებები სულ უფრო აქტიურად ეძებენ მასწავლებლებს, რომლებსაც ChatGPT-ის სასწავლო პროცესში გამოყენება შეუძლიათ. ერთ-ერთი არაკომერციული ორგანიზაცია, Oliver Scholars, მზადაა, ზაფხულის განმავლობაში ნახევარ განაკვეთზე დაიქირაოს მასწავლებელი და თვეში 5,200-დან 10, 200 -მდე დოლარამდე გადაუხადოს. მასწავლებელი კი, პასუხისმგებელი იქნება, მოსწავლეებს ChatGPT-ის გამოყენების შესახებ საჭირო ცოდნა მიაწოდოს და ამასთან, პლაგიატისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.

ChatGPT-ის გამოყენების ცოდნა, დამატებითი უპირატესობა პროდუქტის მენეჯერებისთვისაცაა. ჯანდაცვის კომპანია Real Chemistry პროდუქტის უფროს მენეჯერს მისი გენერაციული AI განყოფილებისთვის ეძებს. სრულ განაკვეთზე დასაქმებულები წელიწადში 150,000-დან 175,000 დოლარამდე მიიღებენ. დასაქმების ერთადერთი წინაპირობაა, კანდიდატები AI-ისა და მისი გამოყენების შესახებ სრულფასოვან ცოდნას ფლობდნენ.

დისტანციური სამუშაოების საძიებო სისტემა Crossover-მა კი, გამოაცხადა ვაკანსიები პროდუქტის მენეჯმენტის უფროს დირექტორსა და პროდუქტის მთავარ ოფიცერზე, ვინც ყოველდღიურ საქმიანობაში ChatGPT-ის გამოიყენებს. ორივე პოზიციაზე დასაქმებულები წლიურად 800 000 დოლარს მიიღებენ.

დიდი მოთხოვნაა ასევე ისეთ რედაქტორებზე, რომლებმაც იციან, როგორ გამოიყენონ ChatGPT წერის პროცესში და ნაშრომები სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნან. დღეს არაერთი ტექნიკური საკონსულტაციო ფირმა, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ იმ რედაქტორებს ეძებს, ვისაც აქვთ უნარი მარკეტინგული სტატიები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერონ. დამსაქმებლები ამ პოზიციის დაკავების მსურველებს წელიწადში 80,000-დან 100,000 დოლარის გადახდას სთავაზობენ.

და ბოლოს, სულ უფრო მეტი საფინანსო ინსტიტუტი ცდილობს ისეთი ფინანსისტი დაიქირაოს, რომელსაც ახალი პროდუქტების შესაქმნელად ChatGPT-ის გამოყენების გამოცდილება აქვს. ასეთ პირებზე კომპანიების მიერ შეთავაზებული თანხა წელიწადში საშუალოდ 150 000 დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის 200 000 დოლარამდეც აღწევს. დასაქმების მსურველებს მოეთხოვებათ სამუშაო პროცესში GPT-ის ყოველ ახალი ვერსია წარმატებით გამოიყენონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები