მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიის მიმბაძველობით არჩევას უნდა დაესვას წერტილი - მათე ტაკიძე

64c29eba0f514
თელარა გელანტია
27.07.23 22:00
605
პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ ხელმძღვანელ მათე ტაკიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის პროფესიონალი სამუშაო ძალა სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების გამოშვებისთვის პროფესიული განათლების განვითარებაა საჭირო.

„სულ მაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ, ბაზრის პროფესიონალი კადრებით გაჯერებას, ეკონომიკის განვითარებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან გვყავს ძალიან კარგად განვითარებადი ბიზნესი, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში ინვესტიციები ჩადოს, ეკონომიკური დოვლათი შექმნას, მაგრამ ამისთვის სჭირდებათ სპეციალისტები, კადრები, რაც არის პროფესიულ განათლებაში“, - თქვა მან.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „მიმბაძველობით პროფესიების არჩევას“, - ასე უპასუხა „სპექტრის“ ხელმძღვანელმა წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

„პროფესიის არჩევისას ცუდი მარკეტინგი გვაქვს, უფრო სწორედ, საერთოდ არ გვაქვს მარკეტინგი განათლებაში; ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როდესაც რაღაც პროფესიას ვირჩევთ, რა გვიჯდება და რამდენ ხანში შეიძლება ამოვიღოთ ის დანახარჯი, რაც განათლებაში ჩავდეთ - ამას არავინ ითვლის - არც მშობელი და არც სტუდენტი; ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია და ამას წერტილი უნდა დაესვას“, - თქვა მან.

პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს ურჩევს, პროფესია, მათ შორის პროფესიულ განათლებაში, პრაგმატულად შეარჩიონ და არა იმის მიხედვით, ბაზარზე რა არის პოპულარული და ტრენდული.

„არჩევანის გაკეთებისას, ახალგაზრდა უნდა დააკვირდეს, რამდენად მოთხოვნადია ის პროფესია, რომლის დაუფლებასაც აპირებს, როგორც შიდა ბაზარზე, ისე - საზღვარგარეთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სპეციალობას ხარისხიანად დაეუფლოს“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები