პროფესიონალის” დღევანდელი გმირიც საპროტესტო აქციების ფოტომემატიანე ეზ გაბერია. ეზი ქართველმა ხალხმა მას შემდეგ გაიცნო, რაც მის მიერ გადაღებული გაზაფხულის აქციის ფოტოები თუ ვიდეობი მთელს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეგვიპტელი ფოტოგრაფი საქართველოში უკვე 7 წელია ცხოვრობს, მისი კარიერული განვითარებაც სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება, საიდანც, როგორც ამბობს წასვლას არც არსად აპირებს.