დღეს ერთი მოსწავლის ერთი მასწავლებლის ამბავი უნდა მოგიყვეთ და გაგაცნოთ 29 წლის პედაგოგი, საბა მელისკაური, რომელიც დაბა სიონის საჯარო სკოლაში ქართულ ენისა და ლიტერატურას, ასევე სამოქალაქო განათლებასა და ხელოვნებას ერთადერთ მოსწავლეს ასწავლის. საბასეული სწავლების ტექნიკები და გამორჩეული, სრულიად ახლებური ხედვა უკვე გასცდა სიონის ფარგლებს, მის შესახებ აქტიურად ალაპარაკდნენ ლიტერატურულ წრეებში და სულ ცოტა ხნის წინ იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის, ჩვენი ვეფხისტყაოსნის გამარჯვებულიც გახდა.