მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#პროფესიონალი მენეჯერი & ექიმი - ნინო გამყრელიძე

დღევანდელ რუბრიკაში, კიდევ ერთ წარმატებულ ქალზე, 4hospitals”-ის დამფუძნებელზე, ნინო გამყრელიძეზე გვიყვება. საქმეს, რომელსაც ნინო 10 წლის წინ ჩაუდგა, სამედიცინო სექტორისთვის შეუფასებელია. მის მიერ დაფუძნებული კომპანია სექტორს უახლესი აპარატურით ამარაგებს. ნინო გამყრელიძე პროფესიით ექიმია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯერ პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ რეზიდენტურა ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით დაიცვა. გავიდა დრო და მიხვდა, რომ ექიმობა მისი მოწოდება არ იყო, თუმცა სფეროდან შორს არ წასულა. იმუშავა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებში, საწყისი საფეხურიდან დაწყებული, მენეჯერული პოზიციებით გაგრძელებული, 2014 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად სამედიცინო კომპანია „4Hospitals“ დააფუძნა.

➡️ნინო გამყრელიძე - „4Hospitals“, მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები