მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#პროფესიონალი მეცო-სოპრანო / ანიტა რაჭველიშვილის ისტორია

ბიზნესის კვირეულის ეთერში ახლა რუბრიკა პროფესიონალის დროა, ჩვენი დღევანდელი გმირი მსოფლიოში აღიარებული ქართველო საოპერო მომღერალი, მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილია. კარიერულ მწვერვალზე მისი აღმასვლა 2009 წლის 7 დეკემბერს იწყება, მაშინ, როცა მსოფლიო საოპერო სამყაროსთვის სრულიად უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ, ლა სკალას სეზონი, ტრიუმფალურად გახსნა. სწორედ ამ დღემ გაუხსნა მას პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრების კარი - მეტროპოლიტენის ოპერიდან დაწყებული, პარიზის, ბერლინისა თუ სან-ფრანცისკოს ოპერებით დასრულებული. მასზე, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მეცო სოპრანოზე, ალაპარაკდნენ ყველაზე გავლენიანი გლობალური გამოცემებიც, რომელთა პირველ გვერდსაც ხშირად ამშვენებდა და დღემდე ამშვენებს, ჩვენთვის ყველასთვის, გამორჩეულად საამაყო ვარსკვლავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები