ნეიროქირურგმა დავით შალამბერიძემ კარიერული განვითარების ეტაპები გერმანიაში გაიარა, სადაც 17 წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ არნსბერგში, ჰოხზაუერლანდის საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამ სტატუსის მიუხედავად, დავითმა სულ რამდენიმე თვის წინ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ახლა - “ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია. დავით შალამბერიძის 17-წლიანი წარმატების ისტორიის შესახებ, რომელიც გერმანიაში დაიწყო და ახლა უკვე საქართველოში გრძელდება.