ახლა მოგიყვებით საქმიან ისტორიას, ქალზე, რომელიც პროფესიულ წარმატებასთან ერთად, არაორდინარული იდეების და პროექტების ავტორიც გახლავთ. საუბარია თეა ადუაშვილზე, ფინანსისტზე, რომელიც საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია, ამასთან საქართველოს აუდიტორული კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ქალთა პროფესიული გაძლიერება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობაა.