მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიონალური სცენიდან ამერიკის სამშენებლო სექტორამდე - მალხაზ შუბითიძის კარიერული ტრანსფორმაცია

ემიგრაციაში პროფესიის რადიკალური ცვლილება, ნულიდან დაწყებული ბიზნესი და პარალელურად, ათასობით კილომეტრის მიღმა შენარჩუნებული ეროვნული იდენტობა - ეს იმ ქართველების ისტორიაა, რომლებიც უცხოეთში საკუთარ თავსა და საქმეს პოულობენ. ჩვენი მომდევნო სტუმარი მალხაზ შუბითიძეა. მისი პროფესიული გზა ხობის რაიონის სოფელ საგვიჩიოდან და ქორეოგრაფიული ანსამბლებიდან - ფოთის „ფაზისიდან“ და თბილისის „მამულიდან“ დაიწყო. მოგვიანებით იყო მსოფლიო გასტროლები ცნობილ შოუსთან Fire of Anatolia და წარმატებული ქასთინგი ამერიკულ მეგაშოუში America's Got Talent. 2017 წლიდან კი მის ცხოვრებაში სრულიად ახალი, საქმიანი ეტაპი დაიწყო. მალხაზ შუბითიძემ ნიუ-იორკში დააარსა სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია ELVA POINT, რომელიც დღეს მანჰეტენსა და ბრუკლინში მაღალსართულიანი შენობების ფასადების, ალუმინის პანელებისა და კარ-ფანჯრების მონტაჟზე მუშაობს და ქართველ ემიგრანტებს ასაქმებს. ბიზნესის პარალელურად, მეგობართან, ლევან ტორჩინავასთან ერთად, ნიუ-იორკში დააფუძნა ქართული კულტურის ცენტრი და ანსამბლი „ელვა“, რომელიც უკვე 8 წელია ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს ქართულ ცეკვას, სიმღერას, წერა-კითხვასა და ისტორიას ასწავლის.

სტუმარი: მალხაზ შუბითიძე - ELVA POINT, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები