მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფესიული განათლება საქართველოში მიღწევები & გამოწვევები

2017-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების (VET) დაფინანსება გასამმაგდა.(graf 1) PMCG-ის კვლევის მიხედვით, განათლების ბიუჯეტში VET-ის წილი 3.1%-დან 4%-მდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს პროფესიულ განათლებას 118 მილიონი ლარი გამოეყო, რაც უმაღლესი განათლების დაფინანსებას მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ცნობისთვის, ამავე პერიოდში უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება 173 მილიონ ლარს შეადგენდა.

კვლევა, რომელზეც უფრო მეტს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საკმაოდ ვრცელი და დეტალური და რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას მოიცავს, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა ანალიზზე, მაგალითად (graf 2) საშუალო სკოლიდან პროფესიულ განათლებაზე გადასვლა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან 10.6-ჯერ მეტი სტუდენტი ირჩევს უმაღლეს განათლებას. ამასთან 2020 წლიდან 2023 წლამდე აქტიური ქალი სტუდენტების რაოდენობა მზარდია და მან 84% შეადგინა.

2017-2022 წლებში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების ჯამური მაჩვენებელი 60%-დან 81%-მდე გაიზარდა, თუმცა მამაკაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის კვლავ 10%-იანი სხვაობა რჩება.

კონკრეტული პროფესიების ჭრილში, რომ შევხედოთ მაჩვენებლებს, შემდეგი სურათი გვაქვს, სამთო, ტურიზმისა და არქიტექტურის პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების საუკეთესო მაჩვენებლები, მათი 90%-ზე მეტია დასაქმებული. ყველაზე დაბალი დასაქმების მაჩვენებლები გვაქვს სოციალური მეცნიერებების და სილამაზის სერვისების მიმართულებით, შესაბამისად 71 და 70 % -იანი.

საინტერესო ტენდენციებია პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის, კერძო და საჯარო დაწესებულებების კორელაციის კუთხითაც. მაგალითად, 2017 წელს სასწავლებლების რაოდენობა 112 იყო, აქედან 73 კერძო და 39 საჯარო. 2018 წელს 105 სასწავლებელი, 65 კერძო, 45 საჯარო; 2019 წელი რაოდენობა 99, 59 კერძო, 40 საჯარო. შემდეგ როგორც ვხედავთ გრძელდება კლების ტენდენცია და ასევე გრძელდება საჯარო დაწესებულებების ზრდის ტემპი, კერძო სასწავლებლების შემცირების დარად. 2024 წლის მონაცემებით 97 დაწესებულებაა, აქედან 41 კერძო და 56 საჯაროა.

რეგისტრაციის და აქტიური სტუდენტების მაჩვენებლებს, რომ შევხედოთ საკმაოდ მერყევი იყო წლების განმავლობაში და ხასიათდებოდა კლების ტენდენციით 2017-2020 წლებში. 2017 წელს 38 ათას 300 სტუდენტი, 2018 წელს 35 ათას 600, 2019 წელს 30 ათას 200, 2020 წელს 28 ათას 500. შემდეგ წლებში ვხედავთ ზრდას, 2021 წელს 31 ათასი, 2022 წელს 36 ათას 900, 2023 წელს 37 ათას 900.

სტუმრები: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;

კახაბერ ერაძე - საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი;

თამარ ზაქარაშვილი - კონსტრუქტ2-ის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები