2024 წელს პროფესიული განათლება საპილოტე რეჟიმში 30 სკოლაში დაინერგება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროფესიული განათლება, რაც მათ სკოლის ატესტატთან ერთად სრულ შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ დიპლომი და მოხვდნენ შრომის ბაზარზე. განათლების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, რომ ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება ეტაპობრივად ხელმისაწვდომი ქვეყნის ყველა დიდ თუ პატარა სკოლაში გახდება.
მინისტრობის კანდიდატი ამბობს იმასაც, რომ გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობაც, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. ამასთან, გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი‘‘. რას შეცვლის, სკოლებში პროფესიული განათლების კომპონენტის გაჩენა?