მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი იზრდება... უკვე კონკურენციაა აპლიკანტებს შორის" - თამარ ზაქარაშვილი

#რედაქტ2: პროფესიული განათლება საქართველოში - ინტერვიუ თამარ ზაქარაშვილთან / 05.09.2024

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. პროფესიულ კოლეჯ “კონსტრუქტ2-ის” დირექტორი რედატქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ აპლიკანტებისთვის უარის თქმაც უწევთ.

თამარ ზაქარაშვილის თქმით, სამშენებლო სფერო და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულებებია, სადაც ბევრი სამუშაო ადგილია.

"არის ე.წ მოთხოვნადი პროფესიები, ზოგი ნაკლებად პოპულარულია, ზოგი მეტად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად არ ემთხვევა საზოგადოებაში არსებული აზრი და შეხედულება პროფესიებს, სხვადასხვა სტერეოტიპების გამო სხვა შეხედულება აქვთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული მიმართულების მიცემა. ზოგიერთი პროფესია კარგად ჟღერს, თუმცა მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან შეიძლება იყოს ნაკლები. ამიტომ ასეთი კარიერული კონსტულტაციები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად დაგეგმონ ადამიანებმა მომავალი და იმედგაცრუება არ ჰქონდეთ ამა თუ იმ პროფესიის შეძენის შემდეგ.

საქართველოში თუ რაიმე არის მოთხოვნადი და დაფიქსირებულია კვლევებით, არის სამშენებლო სფერო, სადაც ბევრი სამუშაო ადგილებია. ასევე არის სტუმარმასპინძლობის მიმართულება. პროგრამები, რომელსაც საჯარო კოლეჯები ახორციელებენ, დაფინანსებულია, ე.წ უფასოს რომ ვეძახით და მისი დაფინანსება ხდება სწორედ იმ პრინციპით, თუ რა მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. თუ ქვეყანას სჭირდება კალატოზი, მებათქაშე, მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება ხდება და შემდგომ დაფინანსება. იმისთვის, რომ ადამიანმა განსაზღვროს მისი მომავალი, პირველ რიგში, უნდა მოიკვლიოს ბაზარი.

შრომის უსაფრთხოებაა განსაკუთრებით მოთხოვნადია, ასევე აზომვითი ტოპოგრაფია და ელექტროობა - ეს არის საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე აუცილებელია ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანებს, მოკლევადიანი მომზადების პროგრამების შესახებ, რომელიც არის უმოკლესი გზა დასაქმებისთვის. საუბარია 2-3-4 თვის ვადაზე, რომ შევიძინოთ პრაქტიკული უნარები, კონკრეტული ცოდნა. 4 თვეში რეალურად შესაძლებლობა ეძლევა ადამიანს ყოველგვარი წინარე გამოცდილების გარეშე დაიწყოს სწავლა და 4 თვეში მას აქვს კონკრეტული შემოსავალი“, - აცხადებს თამარ ზაქარაშვილი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროფესიული განათლების მსურველებს სასურველი პროგრამების ასარჩევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. დუალურ, ანუ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასთან ერთად წელს სიახლეა ის, რომ გაფართოვდა ინტეგრირებული პროგრამები, რომლის გავლისას მსურველი არამარტო პროფესიულ განათლებას იღებს, არამედ საშუალო განათლების პროფესიული სასკოლო ატესტატის მფლობელიც ხდება და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.

ასევე სიახლეა ის, რომ პროფესიულ განათლებაში განისაზღვრა დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და პირობები. კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო რიგ შემთხვევაში პროგრამები განახორციელონ სრულად დისტანციურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები