მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესორისა და “გაგდებული” სტუდენტის ისტორია - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 15.10.2023

ერთმა ცნობილმა პროფესორმა, რომელიც მსოფლიოში განთქმული იყო როგორც სამართლის სპეციალისტი, შუა ლექციის დროს ერთ-ერთ სტუდენტს ჰკითხა: "რა გქვია?" , ნიკოლოზი - მიუგო მან. წამოდექი და ახლავე დატოვე აუდიტორია… დაუყვირა პროფესორმა. დაბნეული სტუდენტი შეეცადა თავის დაცვას, მიზეზის გაგებას, რა დააშავა, რატომ გაუბრაზდნენ და აგდებდნენ აუდიტორიიდან..მაგრამ მკაცრი ლექტორისგან იგივე მითითება მიიღო. ასე დატოვა თვალცრემლიანმა სტუდენტმა აუდიტორია, ხოლო დანარჩენმა სტუდეტებმა თვალი ჯერ გააყოლეს და მერე მოარიდეს თანაკურსელს. მცირედი პაუზის შემდეგ, პროფესორი სტუდენტებს ასეთი კითხვით მოუბრუნდა: "თქვენი აზრით,რატომ შეიქმნა კანონები?" ერთმა აუდიტორიიდან მორიდებულად თქვა - "იმისთვის რომ ადამიანების ქცევები გაეკონტროლებინათ." მეორემ - "იმისთვის რომ საზოგადოებაში დისციპლინა დაემყარებინათ." მესამემ -- "იმისთვის რომ ძლიერებმა სუსტები არ დაჩაგრონ." - დიახ, ეგრეა ეთანხმებოდა პროფესორი, თუმცა რაღაც აკლია. "და სამართლიანობა დამკვიდრდეს!" - მიაყოლა იგივე სტუდენტმა. აი ესაა ზუსტი - მართალი ხარ. შეაქო იგი პროფესორმა. მერე დარბაზს თვალი მოავლო. და სამარისებური სიჩუმეს ფონზე იკითხა - "და სამართლის აზრი რაშია?" "არასოდეს არავინ რომ არ დაიჩაგროს" - წამოიძახა ყველამ ერთხმად. "ახლა კი გულახდილად მიპასუხეთ, როცა თქვენი თანაკურსელი უსამართლოდ გავაძევე გარეთ ვიყავი მართალი?" - იკითხა პროფესორმა. არა. - მიუგეს სტუდენტებმა. "მაშინ რატომ გაჩუმდით და რატომ არ დაიცავით ის?" - ბრაზი შეეპარა ხმაში პროფესორს. აუდიტორიაშია სამარისებური სიჩუმე იდგა და პროფესორი აგრძელებდა: "რა საჭიროა კანონები და სამართლის სწავლა ან განხილვა, თუკი გამბედაობა არა გვაქვს მის შესასრულებლად? დაიმახსოვრეთ, როცა თქვენს თვალწინ, ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და თქვენ ხმას არ იღებთ, მაშინ თქვენ ადამიანის სახელს არცხვენთ. და იცოდეთ, ადამიანობა არის ყველაზე უმთავრესი ამ ცხოვრებაში." ამის შემდეგ, პროფესორმა გაგდებულ სტუდენტს მოუხმო, აუხსნა აუდიტორიის დატოვებისა და მისი გაგდების მიზეზი. ბოდიში მოუხადა და ლექციაზე დაბრუნება სთხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები