მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Profy - ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით

5e07312d35975
სალომე ჭიპაშვილი
29.12.19 12:30
1413
სხვადასხვა სახის ოსტატის გამოძახება რომ ხშირად არასანდო, არაკომფორტული და მოუხერხებელია, ეს ახალი არაა. კომპანია Profy კი, სწორედ ამ პრობლემის გამოსწორებას შეეცადა. კომპანია, დაახლოებით, 1 წელია აპლიკაციაზე მუშაობს, რომლის საშუალებით, მომხმარებლებს სასურველი სერვისის და შემსრულებლის შერჩევა მარტივად შეეძლება; იქნება ეს სანტექნიკა, სხვადასხვა მოწყობილობის დამონტაჟება, ელექტრობა, კანალიზაცია, კონდიციონერი, გათბობა თუ სხვა. თან ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად.

„ეს პლატფორმა შეიძლება ითქვას Taxify-ის და MrMaster-ის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს, სადაც სერვისის მიმწოდებლები, ოსტატები და სერვისის მაძიებლები რეგისტრირდებიან. ჩვენ ვართ შუამავალი პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ორ მხარეს, დამკვეთს და შემსრულებელს. რაც მთავარია, Profy-ზე რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებლები გადიან სერვის+ ტრეინინგებს, მოწმდება მათი კომპეტენციის დონე, კრიმინალური წარსული და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი პროფილის ატვირთვა პლატფორმაზე და შეკვეთების მიღება“, - აცხადებს bm.ge-ისთან საუბარში Profy-ის გენერალური მენეჯერი ირაკლი ზანთარაია.

Profy-ს პლატფორმაზე ამ დროისთვის 150-ზე მეტი ოსტატია დარეგისტრირებული, რომელთა პროფესიონალიზმს მომხმარებელი განსაზღვრავს.

„თითოეულ მათგანს პროფილში აქვს მისი საქმიანობის და გამოცდილების შესახებ მოკლე აღწერა, ფოტო სურათი, რეიტინგი და წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, რაც ამარტივებს ოსტატის არჩევის პროცესს“, - აცხადებს ირაკლი ზანთარაია.

კომპანია „Profy“ 364 კომპანიიდან ის ერთადერთია, რომელმაც “თიბისის 2019 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე“ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის“, გამარჯვება მოიპოვა.

„ამ გამარჯვებით თავდაუზოგავი შრომა დაგვიფასდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გუნდში სამოტივაციო ფაქტორიც. გაიზარდა კომპანიის ცნობადობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენნაირი სტარტაპის განვითარებისთვის“, - აცხადებს „Profy“-ს გენერალური მენეჯერი.

ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულებს „თიბისი ბანკი“ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

„საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ შემოთავაზებული მხარდაჭერებიდან Profy-ს პლატფორმა ალბათ ციფრული სტრატეგიით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ზანთარაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები