მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი პარასკევი Profy-ში: მონტაჟისა და აწყობის სერვისები 20%-იანი ფასდაკლებით

შავი პარასკევი Profy-ში: მონტაჟისა და აწყობის სერვისები 20%-იანი ფასდაკლებით
26.11.26 14:33
• 64

შავ პარასკევს შეძენილი ტელევიზორი, ავეჯი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხშირად რამდენიმე კვირა რჩება ყუთში იქამდე, სანამ მათ ასაწყობად ან დასამონტაჟებლად დროს გამოვნახავთ.

წელს სახლის სერვისების აპლიკაცია Profy გთავაზობთ, ასაწყობ-დასამონტაჟებელი საქმე პროფესიონალებს გადააბაროთ და ამ სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

27-დან 30 ნოემბრის ჩათვლით Profy-ში მონტაჟისა და აწყობის სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მაღაზიაშია ნივთი ნაყიდი.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ სერვისებზე:

“გვინდა, შავი პარასკევის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის მხოლოდ ნივთების შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. ახალი ტელევიზორი, სარეცხი მანქანა თუ ავეჯი მაშინ არის ნამდვილად სასიამოვნო შენაძენი, როცა მისი მონტაჟისა და აწყობის საკითხიც მარტივად გვარდება. სწორედ ამაში გვეხმარება Profy-ის სერვისები“.

როგორ დავჯავშნოთ სერვისი Profy-ზე

შეკვეთის გაფორმება Profy-ს აპლიკაციაში სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ: ირჩევთ სასურველ სერვისს, დღეს, საათს და თავადვე არჩევთ პროფესიონალს. მომსახურების ფასი წინასწარ არის ცნობილი - ფასდაკლების მისაღებად კი გადახდის გვერდზე შეიყვანეთ კოდი: BF20

შეთავაზება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოქმედებს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

დღეს Profy აერთიანებს 1 000-ზე მეტ პროფესიონალს და პლატფორმაზე 100 000-ზე მეტი შეკვეთაა შესრულებული.

დამატებითი უსაფრთხოებისთვის აპლიკაციაში დაზღვევის ფუნქციაცაა ხელმისაწვდომი: თუ ხელოსნისა ან დიასახლისის მუშაობის პროცესში რაიმე დაზიანდება, პლატფორმა უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები