მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო - კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს. სადაც დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაცია 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 5 წელში პროგრამის ფარგლებში დაახლოებით, 12 000 მოქალაქე გადამზადდა, მათგან 75% კი დასაქმდა.

„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი.

„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. ", - აღნიშნა კახაკალაძემ.

უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები