მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრესის 1 წელი ტემპოში: Serenade by Tempo-ს წინასწარი გაყიდვები დაიწყო

TEMPO

დეველოპერული კომპანია - ტემპო - ბაზარზე სულ 1 წელია გამოჩნდა, და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მიღწევას ჰქონდა ადგილი.

პირველი საპილოტე პროექტი - Queen’s Residence-ი, წარმატებული სტარტი აღმოჩნდა კომპანიისთვის. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ამ რეზიდენციულმა პროექტმა, უძრავი ქონების ორი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ჯერ იყო Luxury Lifestyle Awards, ნომინაციით - საუკეთესო უძრავი ქონების პროექტი საქართველოში “Best Luxury Development in Georgia”. ხოლო შემოდგომაზე, Queen's Residence-მა გაიმარჯვა European Property Awards-ზე, რეზიდენციული პროექტის კატეგორიაში — Best Apartment Development for Georgia.

ტემპოს მისწრაფებამ მომავალზე ორიენტირებული არქიტექტურისა და ტექნოლოგიების მიმართ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ გამარჯვებებში.

ტემპო 1 წლის იუბილესთან ერთად, ახალი პროექტის Serenade by Tempo-ს ჩაშვებას აღნიშნავს. კომპლექსი ბათუმში, ზღვიდან სულ რაღაც 750 მეტრში მდებარეობს.

უფრო ვრცლად Serenade by Tempo-სა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ bm.ge Tempo-ს მმართველს - ვალერი გასიტაშვილს ესაუბრა.

  • რა უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს Serenade by Tempo მომხმარებელს?


Serenade by Tempo კომპანიის რიგით მეორე წარმატებული პროექტია. ეს არის საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსი, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უბანში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოკაცია შერჩეულია ისე, რომ საკურორტო ქალაქის ტემპი და ხმაური ხელს არ უშლიდეს მცხოვრებლებსა და სტუმრებს. ჯამურად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი გვაქვს 15,000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის განვითარება, სადაც განთავსებული იქნება, როგორც საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსები, ასევე მრავალი სახის ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში საფუძველს დაუდებს Tempo კვარტალის განვითარებას.

  • რაში მდგომარეობს ტემპოს პროექტების განსაკუთრებულობა?


პირველ რიგში, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს Serenade by Tempo-ს მწვანე ფასადი. პროექტის ყველა სართულზე, ოთხივე მხრიდან მოწყობილი იქნება ფასადში ჩაშენებული ცოცხალი მცენარეები, რომელთა მოვლა ავტომატური საირიგაციო სისტემებით მოხდება. იდეის ინსპირაცია მოდის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქ - მილანში მდებარე - Bosco Verticale-ს კომპლექსისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ფასადის მცენარეების შერჩევაზე მუშაობს ერთ-ერთი ცნობილი ფლორისტი, რომლის ვინაობასაც სულ მალე გაცნობებთ.

Serenade by Tempo-ს მორიგი გამორჩეული ნაწილია კომპლექსის ტერასაზე მდებარე ე.წ. ინფინიტი აუზი, სადაც სტუმრები შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტის საშუალებით შეძლებენ ასვლას. პანორამული ლიფტიდან აჭარის მთებისა და ზღვის ხედები იშლება.

შენობის პირველ სართულზე იქნება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ლობი-რესეპშენი, კაფე-რესტორანი, საერთო სამუშაო სივრცე, სილამაზის სალონი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ვეტ-ცენტრი და სხვა.

გამორჩეულია ასევე Serenade by Tempo-ს მიწისქვეშა მექანიზებული საპარკინგე სისტემა (MPS), რომელიც შექმნილია ურბანულ ადგილებში პარკირების ეფექტურობისა და მოხერხებულობის მაქსიმალურად გასაზრდელად. მექანიკური პარკირების ეს სისტემა საშუალებას იძლევა ერთი საპარკინგე სივრცე ერთდროულად ორმა ავტომობილმა აითვისოს.

16 სართულიან შენობაში განთავსებული იქნება 315 აპარტამენტი, რომლებიც გათვლილია როგორც საცხოვრებელი ასევე საინვესტიციო მიზნებისათვის. Serenade by Tempo - პრემიალური ტიპის პროექტია, რომლის მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესი წარიმართება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.


  • ცოტა რამ ბათუმის ურბანულ განვითარებაზე და ტემპოს წვლილზე

1 წლის წინ, როდესაც პირველი პროექტი Queen’s Residence-ი წარვადგინეთ, განვაცხადეთ რომ ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ ვქმნით გონივრულ და თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე მორგებულ მომავალს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ უძრავი ქონების პროექტები, რომლებიც იქნება გამორჩეული ურბანული განვითარების მიმართულებით და განსაკუთრებულ გამოცდილებას შეუქმნის ჩვენს საბოლოო მომხმარებელს. Serenade by Tempo სწორედ ამ მისიის ლოგიკური გაგრძელებაა. Tempo-ს გუნდი აქტიურად მუშაობს რათა ჩვენს მიერ შესრულებულმა ყველა პროექტმა გაუძლოს დროს და ხელი შეუწყოს ქალაქის ურბანულ განვითარებას.

გარდა ახალი ბულვარის ტერიტორიის განვითარებისა, აქტიურად ვმუშაობთ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განსახორციელებელ პროექტზე, რომლის საპროექტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება; და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ბათუმის ურბანული განვითარების ჩვენეულ ხედვას.

ჩვენ გვჯერა, რომ Tempo-ს თამამი გადაწყვეტილებები და გამორჩეული პროექტები ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც ბათუმის ასევე ქვეყნის პოპულარიზაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები