მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროგრესმა“ 300-ზე მეტი პირველკლასელი მიიღო - რა სიახლეებით ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს?

პროგრესი

ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“, რომელიც სამ სკოლას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მართავს, 2024-2025 სასწავლო წლისთვის 300-ზე მეტი პირველკლსელი მიიღო. ამის შესახებ სკოლის დამფუძნებელმა ნინა ჩიკვაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასა და სიახლეებზე საუბრისას აღნიშნა.

„პროგრესმა“ 2024-2025 სასწავლო წლისთვის 300-ზე მეტი მოსწავლე მიიღო. ასევე მივიღეთ 100-მდე მოსწავლე სკოლამდელი განათლების მიმართულებით“, - განაცხადა სკოლის გენერალურმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ სკოლაში ყოველწლიურად 2 500-მდე მოსწავლე სწავლობს.

სიახლეებზე საუბრისას მან თქვა, რომ წელს სკოლამ ამერიკული სკოლა Cognia-ს ხარისხის აკრედიტაცია გაიარა.

„ზოგადად ეს წელი „პროგრესისთვის“ კიდევ უფრო მეტად გარდამტეხი იყო. სკოლა უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ეს არის ძირითადად ინვესტიციები როგორც აკადემიური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მატერიალური გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დამატებით გავიარეთ ამერიკული სკოლა Cognia-ს ხარისხის აკრედიტაცია სამივე სკოლაში, ოთხივე საფეხურზე“, - თქვა ნინა ჩიკვაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლაში პროფესიული სწავლების პირველი პროგრამა ტექნოლოგიური მიმართულებით ამოქმედდა, რომელზეც განაცხადების მიღება 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ჩვენ დავნერგეთ პროფესიული განათლება, 9 კლასის ბაზაზე ინტეგრირებული პროგრამის ფორმატით. ეს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან მაღალი კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სკოლის საატესტატო, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად დაეუფლონ მათთვის საინტერესო და მომავალში გამოსადეგ პროფესიებს დაეუფლონ. პირველ ეტაპზე ჩვენ ტექნოლოგიები ავირჩიეთ. ჩვენ გავაკეთეთ ბაზრის კვლევა და გამოვიკითხეთ მოსწავლეები. ყველაზე დიდი მოთხოვნა ტექნოლოგიებზე იყო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია, რომელიც 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროფესიულ პროგრამაზე სწავლას შეძლებენ, როგორც ჩვენი სკოლის ასევე სხვა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეები. ჩვენ გვაქვს როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული ფორმატი, ანუ მოკლევადიანი სერტიფიცირებული პროგრამა, მაგრამ ინტეგრირებულზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ, რადგან „პროგრესი“ მოსწავლეებისთვის ქმნის მრავალმხრივ შესაძლებლობებს და ეს არის ყველაზე მძლავრი შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად მოსწავლემ აირჩიოს მისი პროფესია და 18 წლის ასაკში დასაქმდეს მაღალანაზღაურებადი პროფესიით“, - განმარტა სკოლის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ სკოლა პარტნიორ კომპანია „ანაგი განათლებასთან“ ერთად პროფესიული სასწავლო პროგრამების განვითარებას, მათ შორის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს.

„პროგრამები პირველ რიგში ტექნოლოგიური მიმართულებით დავგეგმეთ, თუმცა „ანაგი განათლებასთან“ ერთად ჩვენი ინტერესის სფერო არის სამშენებლო სექტორი, ტურიზმი და სხვა მიმართულებები. ერთგვარად ვხედავთ, რომ პროგრესი შექმნის ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს, რომელიც შემდეგში როგორც საუნივერსიტეტო კოლეჯი ისე განვითარდება“, - აღნიშნა ნინა ჩიკვაშვილმა.

ცნობისთვის, „პროგრესს“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება 6 წლით მიენიჭა. „პროგრესში“ სტუდენტებს/მოსწავლეებს კომპიუტერული ქსელი და სისტემები და ვებტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

„პროგრესი“ პროფესიული პროგრამის ორ ვერსიას გთავაზობთ: ინტეგრირებული პროგრამა - სწავლება 3-წლიანია და მასზე დაიშვება საბაზო განათლების მქონე პირი. არაინტეგრირებული პროგრამა - წვდომა მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს ექნება. სწავლის ხანგრძლივობა - 12 თვე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები