მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკრედიტ ბანკი" 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

პროკრედიტ ბანკი რომელიც საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია საქართველოში დაარსების და მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი ბაზირებული გერმანიის მაინის ფრანკფურტში, რომელიც სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე და რისკების მართვაზეა პასუხისმგებელი. პროკრედიტ ჯგუფი გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფის წევრი ბანკები წარმატებით ოპერირებენ12 ქვეყანაში, კერძოდ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და გერმანიაში.

20 სექტემბერს პროკრედიტ ბანკის 25 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. გერმანული ბანკის მასშტაბური იუბილე შატო მუხრანში 1000-მდე სტუმარს უმასპინძლებს. პროკრედიტ ბანკი საქართველოს გუნდთან ერთად, ღონისძიებას დაესწრებიან პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკების მენეჯმენტი 12 ქვეყნიდან, ბანკის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები და ოფიციალური პირები.

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

სტუმარი: ალექს მატუა - "პროკრედიტ ბანკი", გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები