მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკრედიტ ბანკი კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024-ის გამარჯვებულია!

პროკრედიტ ბანკი კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024-ის გამარჯვებულია
24.02.25 16:29
536

ბანკმა ჯილდო მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობის წარმატებული პრაქტიკებით მოიპოვა, ნომინაციაში SDG-17 - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

პროკრედიტი უკვე მეორე წელია კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. 2023 წელს პროკრედიტმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო, SDG-7 - ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია გამარჯვება ელექტრომობილების ავტოპარკის და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტით მოიპოვა.

ინიციატივები, რომელსაც ევროპული ბანკი საქართველოში ახორციელებს, გაზომვადი სარგებლის მომტანია გარემოსა და საზოგადოებისათვის და კორპორაციული მდგრადობის სფეროს აძლიერებს.

"სოციალური პასუხისმგებლობა პროკრედიტ ბანკისთვის ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ახალი ინიციატივებით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გაზიარებით, ვცდილობთ დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ ეკონომიკაზე, გარემოსა და სოციუმზე. მოპოვებული ჯილდო, ჩვენთვის მორიგი აღიარებაა მიღწეული პოზიტიური ცვლილებების. ამასთან, მეტი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის, რომ ახალი პროექტებით აქტიურად განვაგრძოთ მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და გავამყაროთ ზეგავლენაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტის როლი." - ალექსანდრე ჯაშიაშვილი, მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა, შვედეთის დაფინანსებით, პროექტის "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში. ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები