პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ითხოვს, რომ რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსების მითვისების დახმარებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ. რვა ქუჩის მოასფალტების საქმეს სააპელაციოში პროკურატურაც ასაჩივრებს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი ფინანსების მითვისების დახმარებაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო ყალბი დოკუმენტის დამზადებაში გაამტყუნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში ორივე მხარე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 11 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ერთ–ერთი მოსამართლის საქართველოში არ ყოფნის გამო პროცესი ერთი თვით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
http://sknews.ge/index.php?newsid=21724.


































