მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს - პაპუაშვილი $700 მილიონის გათეთრების საქმეზე

პარლ

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდ ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა "მთლიანად ჩაეძიება" აღნიშნულ საკითხს. როგორც ის ამბობს, საჭიროა მკაფიო პასუხები იმაზე, თუ რა სქემა იყო აწყობილი, რომლის ფარგლებშიც ამ მასშტაბის თანხები მოძრაობდა ქვეყანაში.

„ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კონვერტაცია სხვა ვალუტაში. პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა გამოიკვეთოს სქემის მასშტაბები და ის შესაძლო ბმები, რომლებიც მსგავს ფინანსურ ოპერაციებში ფიგურირებდნენ.

პირი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ $624 მლნ-ის და €35 მლნ-ის გათეთრების საქმეზე დააკავა, კახა კოტორაშვილია.

შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები