მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

პროკურატურა
01.02.24 20:13
1076

საქართველოს პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ტარდება.

„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.

საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები