მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$790 000-ის გათეთრების ბრალდებით საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა

ფული

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნულ ვალუტაში დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირა და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.

ბრალდებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები