მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს

ნინო დათაშვილი

საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. განცხადებას უწყება ავრცელებს.

"როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასწავლებელი ნინო დათაშვილი პოლიციამ 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავა. 21 ივნისს კი მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვდა.

დათაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები