მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რწმუნებულის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები