მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროკურორებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ კანონის უზენაესობის დაცვაში“ - აშშ-ის საელჩო

62bc3d2f8a917
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.22 16:22
444
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოში იმედოვნებენ, რომ საელჩოს მიწვევით განხორციელებული ვიზიტისას მიღებული გამოცდილება პროკურატურას ევროინტეგრაციის გზაზე სხვა აქტორებთან თანამშრომლობაში და სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება.

„ბრალის წაყენებისას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით და პოლიტიკური მიკერძოების ან კუთვნილების წარმოჩენის თავიდან აცილებით პროკურორებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ კანონის უზენაესობის დაცვაში.

11-18 ივნისს აშშ-ის საელჩომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია შეერთებულ შტატებში მიიწვია საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, მათ შორის პროკურორების დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინის, საქმის გამოძიება-ზედამხედველობის, საპროცესო შეთანხმების, მტკიცებულებების მართვის, წინასწარი პატიმრობისა და საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე სასაუბროდ. მოწვეული სტუმრები ნაფიც მსაჯულთა შერჩევასაც დაესწრნენ და მაგისტრატსა და რაიონულ მოსამართლეებს პროცესის ეფექტიანობაზე ესაუბრნენ.

აღნიშნულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა პროკურორთა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ვიზიტი საქართველოს პროკურატურას ექვსწლიანი სტრატეგიის განხორციელებასა და ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფოს სხვა აქტორებთან თანამშრომლობაში დაეხმარება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.