აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოშია.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს.
"მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში.
ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს",- წერს საელჩო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პიტერ ანდრეოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი იყო. სწორედ აღნიშნულ პოზიციას იკავებდა მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც დაესწრო აშშ-ში რუსეთის საელჩოში გამართულ მიღებას.




























