მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროპორციული არჩევნები საქართველოში

proporciuli-archevnebi-sakartveloshi

2019 წლამდე ჩატარებული არჩევნები სრულად მაჟორიტარულ სისტემას ეფუძნებოდა, თუმცა ყველაფერი ერთმა ღამემ შეცვალა - პარლამენტში რუსი დეპუტატების სტუმრობას მოქალაქეების მხრიდან მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რაც დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი დათქმა სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, კერძოდ კი პროპორციულით ჩანაცვლებას გულისხმობდა. უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო.

მთავრობის დაპირების მიუხედავად, არჩევნები შერეული სისტემით - მაჟორიტარული და პროპორციული - ჩატარდა. სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედების ვადად კი 2024 წელი განისაზღვრა. შესაბამისად, 2024 წელს ელექტრონული არჩევნები საქართველოში პროპორციული სისტემით პირველად ტარდება, თანაც პროპორციულად.

რა არის პროპორციული არჩევნები?

დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის კულტურა/პრაქტიკა არსებობს. ეს პროცესი აზრის გამოხატვისა (გამოკითხვები, რეფერენდუმები და ა.შ.) და არჩევნების გზით იმართება. არჩევნები კი, თავის მხრივ, სისტემებად — პროპორციულად და მაჟორიტარულად — იყოფა, რაც მათ შორის სტრუქტურულ განსხვავებებს განაპირობებს.

შესაბამისად, პროპორციული სისტემა საარჩევნო მოდელია. მისი მიზანი კი საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად, პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა.

განსხვავებით მაჟორიტარული მოდელისაგან, პროპორციული სისტემის ფარგლებში, ამომრჩეველი ხმას აძლევს არა ინდივიდუალურ კანდიდატს, არამედ პარტიულ სიას. როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები პრიორიტეტულობის მიხედვით იმ კანდიდატთა სიას ადგენენ, რომლებიც პოტენციურად დეპუტატის მანდატს მოიპოვებენ.

პროპორციული სისტემა შეიძლება იყოს როგორც სრულად პროპორციული, ასევე ნაწილობრივ პროპორციული, რიგი ნიუანსების გათვალისწინებით. სრული პროპორციულობისას მთელი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან საარჩევნო ოლქს, ხოლო ნაწილობრივი პროპორციულობის შემთხვევაში კი ქვეყანა დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად. ზოგჯერ, პროპორციულ სისტემას ემატება ე.წ. საარჩევნო ბარიერი - ხმების მინიმალური პროცენტული ზღვარი, რომლის გადალახვაც აუცილებელია პარტიისთვის მანდატების მოსაპოვებლად. როგორც წესი, ეს ნიშნული 3-5%-ს შეადგენს ხოლმე, საქართველოს შემთხვევაში კი 5%-ია განსაზღვრული.

მოდელის მექანიზმის უკეთ აღქმისათვის წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც 150 დეპუტატი უნდა აირჩიონ. თუ პარტია A მოიპოვებს ხმების 40%-ს, პარტია B - 30%-ს, ხოლო პარტია C - 20%-ს, პროპორციული სისტემის პირობებში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარტია A მიიღებს 60 მანდატს, პარტია B - 45-ს, ხოლო პარტია C - 30 მანდატს. დარჩენილი 10% ხმების მფლობელი მცირე პარტიები, სავარაუდოდ, ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და პარლამენტში ვერ მოხვდებიან.

პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც არჩევნების ჩატარების პრინციპით, ასევე შედეგებით.

მაჟორიტარული სისტემის დროს ქვეყანა რამდენიმე ერთმანდატიან ოლქად იყოფა, სადაც ერთ წარმომადგენელს ირჩევენ, რომელიც ხმათა მარტივი უმრავლესობით იმარჯვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლებას მოიპოვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თუნდაც ეს არ ასახავდეს საზოგადოების ნახევარსაც კი. ამის შედეგად, მაჟორიტარული წესით არჩევნებში ხშირად დიდი რაოდენობით ხმები "იკარგება", რადგან ისინი არ აისახება საბოლოო შედეგზე. მაგალითად, თუ ოლქში კანდიდატი 40%-ით იმარჯვებს, ამომრჩეველთა 60%-ის ნება უგულებელყოფილი რჩება.

შედეგად, მაჟორიტარულმა სისტემამ შესაძლოა წარმოშვას დისპროპორციული საპარლამენტო შემადგენლობა, სადაც მანდატების განაწილება ზუსტად არ შეესაბამება ამომრჩეველთა ხედვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საპარლამენტო პროცესში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესები უგულებელყოფილი იქნება. მეორე მხრივ, პროპორციული სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში პარტიების წარმომადგენლობის მაქსიმალური შესაბამისობა მათ მიერ არჩევნებში მიღებულ ხმებთან.

პროპორციული საარჩევნო მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები

პროპორციული საარჩევნო სისტემა გააჩნია როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. მისი მთავარი დადებითი ასპექტებია წარმომადგენლობითობა, სამართლიანობა და კონსენსუსზე ორიენტირებულობა. პროპორციული წესით ყველა ხმას აქვს თანაბარი მნიშვნელობა, მცირდება "დაკარგული ხმების" ალბათობა და იზრდება პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება საკანონმდებლო ორგანოში. ასევე, ასეთ სისტემაში პარლამენტი უფრო მეტად არის ორიენტირებული თანამშრომლობასა და კომპრომისზე.

თუმცა, ამ მოდელს აქვს ნაკლოვანებებიც: იზრდება პარტიების დომინირება, ხშირად რთულდება სტაბილური მთავრობის ფორმირება და მცირე, მათ შორის რადიკალური პარტიების მოხვედრა პარლამენტში ზრდის პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციას. მიუხედავად ამისა, პროპორციული საარჩევნო სისტემა მაინც რჩება ყველაზე სამართლიან და დემოკრატიულ მოდელად, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის განვითარებას და კონსენსუსზე დაფუძნებული მმართველობის ჩამოყალიბებას.

პროპორციული არჩევნები 2024 - რას მოუტანს საქართველოს?

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ქართული საარჩევნო სისტემის პლურალიზმის განმტკიცებასა და საპარლამენტო პროცესებში კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას.

შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ალტერნატივა არ არსებობს. ეს იმიტომ, რომ მაჟორიტარული მოდელი, ჩვეულებრივ, ორპარტიულ სისტემას აყალიბებს, სადაც ერთ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის აქვს უმრავლესობა. როგორც წესი, ამ ქვეყნებს დემოკრატიული და პლურალისტური პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, ამავდროულად, დიდია წარსული რეჟიმის გავლენაც. შესაბამისად ხელისუფლების გადამეტებული კონცენტრაციის საშიშროება არსებობს. ეს გარემოება კი საქართველოში ერთპარტიული, ნაკლებად ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.

ხშირად, მაჟორიტარული მეთოდით ჩატარებული არჩევნები ორპარტიულ სისტემას აყალიბებს. მართალია, ეს დადებითად აისახება პოლიტიკური პროცესის სტაბილურობასა და სისწრაფეზე, თუმცა საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტად არის განვითარებული და ხელისუფლება არჩევნების დროს ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებს. შესაბამისად, შერეული საარჩევნო სისტემა ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. პროპორციული არჩევნების შედეგად კი მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო ფორმირდება, სადაც შესუსტებულია ერთი პოლიტიკური ძალის გავლენა და საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის ინტერესია წარმოდგენილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში 2024 წლისთვის დაგეგმილი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან ის ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმისა და კონსენსუსზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებას.

ამის საფუძველი კი პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა, რადგან თითოეული მოქალაქის ხმას დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები