მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროსპექტი: “მძიმეა პერიოდია - გაყიდვები არის ნული“

ელიზბარაშვილი

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, მათ მართვაში არსებულ პროექტებში ბინებზე მოთხოვნა განულებულია. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია.

ელიზბარაშვილი მათ კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბინების გაყიდვების 19% სწორედ დეკემბერზე მოდის, პირველ 10 დღეში არსებული მდგომარეობა კი ბაზარზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„წლევანდელი დეკემბერი მძიმეა პერიოდია იმ გაგებით, რომ გაყიდვები არის ნული და რაც მთავარია მომხმარებელთან კომუნიკაციაც აღარ არის ისეთი მარტივი, როგორიც იყო. ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ, მიმდინარე მოვლენებზე აპელირება მოხშირებულია, პირდაპირ ამბობენ, რომ რა დროს ბინის ყიდვაა ახლა, რაც ბუნებრივი საქციელია, ნებისმიერ ასეთ ვითარებაში მოთხოვნა ივადებს ან იკლებს.

12 თვის განმავლობაში დეკემბერი უპირობო ლიდერია. ჩვენ 2023 წლის სტატისტიკა გავაკეთეთ და მარტო ამ ერთ თვეში გაყიდვების 19% მოდიოდა. წელს რა იქნება ჯერ არ ვიცით, განსხვავებული რომაა ეს ფაქტია, თუმცა რამდენად და როგორ ეგ ჯერ არ ვიცით.

მოლოდინები ძალიან ბუნდოვანია, არ ვიცით რა იქნება ლარის კურსზე, არ ვიცით რა იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არაფერი არ ვიცით.

დეველოეპრებთან ახლა მიდის მსჯელობები იმაზე, რა გავაკეთოთ ისეთი რომ ეს შეშფოთებები როგორმე გადავლახოთ და რამე პასუხი გავცეთ.“ - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები