მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროსპექტი" უძრავი ქონების სექტორით დაინტერესებული პირებისთვის სწავლება-გადამზადების პროგრამას იწყებს

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ დაინტერესებული პირებისთვის გადამზადება-დასაქმების პროგრამას იწყებს. სექტორში დასაქმების მსურველებს შესაბამისი განაცხადის შევსების და გასაუბრების გავლის შემდეგ, 3 -კვირიან პროგრამაში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცემათ. 

ტრენინგი აპლიკანტებს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სურათის, ბაზრის ზომის, ტერმინოლოგიის და გაყიდვების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. სწავლების დასრულების შემდეგ კი საბროკერო და გაყიდვების მიმართულებით კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობასაც სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტის ამოვსების მიზნით, წლის ბოლომდე 200-მდე მსურველის გადამზადება იგეგმება. „პროსპექტი" 5 წელია ბაზარზეა, ამ დროის განმავლობაში მათ ბალანსზე 20 დასრულებული და 5 მიმდინარე დეველოპერული პროექტია.

სტუმრები: გუგა კობახიძე - „პროსპექტი“ დამფუძნებელი;

ნინო გეჯაძე - "პროსპექტი" მმართველი პარტნიორი;

მარიამ ბედენაშვილი - "პროსპექტი" გაყიდვების წარმომადგენელი.