პროტესტი დღისითაც უნდა გადმოვიდეს, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ - ასე ეხმიანება, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თავდასხმებს, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეების მისამართით საქართველოში ხორციელდება.
"შიშის და სიძულვილის თესვა, სადარბაზოსთან ლაჩრული დავდასხმები, პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე და ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ამასთან, ტოტალური სიცრუის ტირაჟირება და საგარეო კურსის უკვე გაცხადებული ცვლილება. ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული და შეშინებული ქართული ოცნების სახე - ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე.
ყველასთვის საშიშია ეს რეჟიმი, უკლებლივ ყველასთვის.პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს. გადმოვიდეს დღისითაც!!! უნდა მოიცვას ყველა დარგი და ყველა მიმართულება, მთელი ქალაქი და ქვეყანა.ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ", - წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რამდენიმე ადამიანზე თავდასხმების სერია განხორციელდა. მაგალითად, რამდენიმე საათის წინ თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს; დიპლომატ გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს.