მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტი გრძელდება - 23-25 ნოემბერს დაგეგმილი აქციების განრიგი

აქცია

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა გრძელდება. მომდევნო დღეებში არაერთი აქციაა დაგეგმილი, მათ შორის 25 ნოემბერს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული პირველი საპარლამენტო სხდომის პარალელურად.

უფრო დეტალურად, მომდევნო დღეებში დაგეგმილი აქციების განრიგი შემდეგია:

  • 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას გამართავენ;
  • 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ("კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", პარტია "საქართველოსთვის") ორგანიზებით, ქალთა მარში გაიმართება;
  • 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება;
  • 25 ნოემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია - "ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!" გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები