საქართველო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და X-ზე წერს, რომ საქართველოში და სერბეთში პროტესტი ერთი და იგივე ბრძოლაა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.
"პროტესტი საქართველოსა და სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ!",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
#GeorgiaProtests and #SerbiaProtests is one and same fight for freedom, democracy, independence and against Russian domination! https://t.co/gUOYioMMuU
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2025
ცნობისთვის, დედაქალაქ ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.



























