მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტი საქართველოში - გავლენა ტურიზმზე

ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელზეც უკვე აისახა საქართველოში განვითარებული მოვლენები. ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ, სასტუმროები ფაქტობრივად ცარიელია და ეს არ ხდება მხოლოდ დედაქალაქში. ჯავშნები უქმდება ზამთრის კურორტებზეც.

ბიზნესი ბოლო პერიოდში ამაზე ღიად საუბრობს და პროტესტს, რომელიც მეცამეტე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. უმრავლესობა ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ დასავლეთისგან იზოლაცია და ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტა არა მარტო ტურიზმის სფეროს, არამედ ყველა სხვა სფეროს დააზიანებს.

სტუმარი: ნატალია ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები