მაღაროელები საზოგადოებას დონაციისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ჭიათურელი მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ.
მათი განცხადებით, ამ დრომდე, 127-დღიანი პროტესტის ყველა ხარჯს შემოწირულობების საშუალებით ფარავდნენ, თუმცა მოშიმშილეებს სითხის მიღება სჭირდებათ, რის გამოც დამატებით თანხებია საჭირო. ამის გათვალისწინებით, მაღაროელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ მათ და წვლილი შეიტანონ მათ ბრძოლაში.
“მოგეხსენებათ, უკვე 128 დღეა, რაც უწყვეტ პროტესტში ვიმყოფებით და 68 დღეა, რაც ჩვენი 4 თანამებრძოლი უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშის მეშვეობით — რომელიც სრულად დაფუძნებულია მხოლოდ შემოწირულობებსა და თანადგომაზე — ვუწევთ ფინანსურ დახმარებას როგორც დაკავებულებს, ასევე მათ ოჯახებს. პარალელურად, 127 -დღიანი პროტესტის ყველა ხარჯს.
მოგახსენებთ, რომ მოშიმშილეებს საჭიროებენ სითხის მიღებას რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვინც გსურთ, გამოხატოთ სოლიდარობა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა — გიზიარებთ ანგარიშის ნომერს. თქვენი ნებისმიერი წვლილი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი მეგობრებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ამ პროტესტისთვის, რომელსაც გრძელვადიანი ძალისხმევა სჭირდება. გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში — გულით, სულით და სურვილით.ამ ბრძოლას სჭირდება ყველა, ვისაც სჯერა ღირსებისა და სამართლიანობის", - წერია განცხადებაში.