პროევროპული პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტისკენ.
მოქალაქეები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
მსვლელობის დროს ავტომობილით გამოჩნდა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, რასაც აქციის მონაწილეების საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. მისი ავტომობილი მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.
დღეს უწყვეტი პროტესტის 409-ე დღეა.




























