მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტის 75-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქცია 4 თებერვალი

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მანამდე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, რადგან მოქალაქეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიცია კი აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გასავლის უფლებას არ აძლევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ჯამურად, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დააკავეს. დაკავებულია, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

"დავინახე, როგორ ეჯაჯგურებოდა [ლევან გოგიჩაიშვილს] პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ და დასძინა, რომ პოლიცია ცდილობდა რუსთაველის გამზირი არ გადაკეტილიყო.

პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები