მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტის მე-18 დღე - საქართველოში კვლავ ფართომასშტაბიანი აქციებია

აქცია

პროტესტის მე-18 დღე. დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები რუსთაველის გამზირზე დასრულდა, სადაც მოქალაქეები ამ დროისთვის იკრიბებიან.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები. მათ რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს და საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მსვლელობა გამართეს „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებმა, "ბარსელონას" და "რეალის" გულშემატკივრებმა, ხელოვანების, რესტავრატორების, ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების მარში.

პარალელურად, აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში. ასევე, პროტესტს უაერთდება ემიგრანტთა ნაწილი.

მომიტინგეები ახალ არჩევნებს და უკანონო პატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ.

18 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ორასზე მეტ პირს, აღენიშნებოდა ხილული დაზიანება. დასჯილია 0 ძალოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები