ევროპული და ამერიკული საბავშვო ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, Wishlist განცხადებას ავრცელებს, სადაც სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეს. ამასთან დასძენს, რომ კომპანია ყოველთვის სწორი აზრის მხარეს იდგა, რასაც მის მიერ რუსულ პროდუქციაზე ნათქვამი უარიც ადასტურებს.
"სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ, ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
ჩვენმა კომპანიამ დაარსების დღიდან აირჩია ევროპული გზა და ჩვენი ძირითადი პარტნიორები სწორად ევროპისა და ამერიკის წამყვანი ბრენდები არიან. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ხალხის მხარეს და სწორი აზრის მხარეს და ეს ჩვენს 2022 წლის შემდგომ აქტივობებშიც ძალიან ნათლად ჩანს, მესიჯებით "უთხარი არა რუსულ პროდუქციას და გამოიჩინე შენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა". 2 წლის წინ რუსულ ხის საწოლებზე უარის თქმით, კომპანიამ შეგნებულად დაკარგა უზარმაზარი რეალიზაცია და ჩვენ დღემდე ვამაყობთ ამ გადაწყვეტილებით.
სამწუხაროა, რომ ჩვენი კონკურენტებიც არ შემოუერთდენენ ამ გადაწყვეტილებას და ბევრ სავაჭრო სახლში, ონლაინ საიტებზე და ბრენდულ მაღაზიებშიც აქტიურად იყიდება რუსული ხის ნაწარმი", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.