მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ

სს

"გამგზავრება საქართველოდან , ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება" - ამ შინაარსის ბილეთების ფორმის პლაკატებით ხალხის პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლების თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტა არა მარტო ტურიზმის სფეროს, არამედ ყველა სხვა სფეროს დაარტყამს.

ამ წუთებში რუსთაველზე პროტესტის მე-9 დღე მიმდინარეობს. მოქალაქეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები