მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურებისთვის ახლა არავის სცალია" - Travelfy

აქცია

29 ნოემბრიდან, ტურისტულმა სააგენტომ Travelfy ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სამუშაო პროცესი შეწყვიტა.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერის, მარიამ დგებუაძის განცხადებით, კომპანიას ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი კვლავ არ გაუახლებია და ოფისიც დაკეტილია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩვენს სექტორზე ძალიან აისახება, რადგან ყველას მიზანი ხდება, რომ ქვეყანაში აზრი შეიცვალოს. ამიტომ, ტურებისთვის ახლა არავის არ სცალია. ჩვენ ამ აზრზე ვართ და ვფიქრობთ, რომ ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე, ჯავშნების გაუქმების პრეცედენტი არ გვქონია. რაც შეეხება პროგნოზებს, სამწუხაროდ, პროგნოზები არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“,- ამბობს დგებუაძე.

ინფორმაციისთვის, პროევროპული საპროტესტო აქცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე მე-10 დღეა იმართება. მოსახლეობა ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევასა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას აპროტესტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები